სტატისტიკა

25.6.14

წერეთ ქართული შრიფტით

რატომ არ წერენ facebook  ზე {და არამარტო} ქართული შრიფტით? იქნებ იმიტომ რომ არ  აქვთ, და თუ არ აქვთ რატომ არ აყენებენ ქართულ შრიფტს? ან იქნებ არ იციან ქართული შრიფტის დაყენება, არა არამგონია ვინმე იყოს ისეთი რომ შრიფტის დაყენება არ იცოდეს, აბა მაშ რა უშლით ხელს წერონ მშობლიურ ენაზე, იქნებ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი უბედურება მოხდა და ქართულად წერა დაავიწყდათ, ან სურთ სამუდამოთ მოკლან დაასამარონ ქართული ენა, როგორც ჩვენ ვიყენებთ უცხო ქვეყნის დამწერლობას {შრიფტს} ისე შეუძლიათ გამოიყენონ მაგალითად რუსებმა ლათინური ასოები მაგრამ  ისინი ამას არ აკეთებენ მეგობრებო ისინი არ იყენებენ ლათინურ შრიფტს და მხოლოს დაკუთარი დამწერლობით სარგებლობენ, განა იმიტომ არ იყენებენ ლათინყრ შრიფტს რომ წერა კითხვა სხვა ენაზე არ იციან, არა მეგობრებო როგორც ჩვენ გვესმის ვწერთ და ვკითხულობთ სხვა ენაზე ისე შეუძლიათ მათაც მაგრამ ისინი მხოლოდ საკუთარ დამწერლობას იყენებენ იმიტომ რომ უყვართ უფრთხილდებიან საკუთარ ენას ტრადიციებს და ასე შემდეგ,

ჰო და მოგმართავთ გთხოვთ რომ ყველამ წეროთ ქართული შრიფტით, განა ეს ძნელია? სულაც არა, მე პირადათ facebook ზე თუ twiter ზე ან სხვა საიტებზე {სადაც შესაძლებელია ქართული ფონტით წერა} ყველგან აფსოლუტურად ყველგან ვიყენებ ქართულ შრიფტს, ასე რომ მომბაძეთ მე ნუ დავკარგავთ ნუ დავივიწყებთ საკუთარ ენას და წერეთ მხოლოდ ქართული შრიფტით,

No comments:

Post a Comment